პროექტი- ,,არქეოლოგიური ტურიზმი"

სსიპ ,,აჭარის მუზეუმმა" ახალი პროექტის ,,არქეოლოგიური ტურიზმი" პრეზენტაცია წარმოადგინა. პრეზენტაციას აჭარის ტურიზმის ფედერაციის წევრები, ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები და გიდები ესწრებოდნენ. ბათუმის სტუმრებს საშუალება ექნებათ, სპეციალისტებთან ერთად, მონაწილეობა მიიღონ ფიჭვნარის არქეოლოგიურ გათხრებში.